არადა რაღაცის დაწერას აშკარად ვაპირებდი :))))))
უბრალოდ გადამავიწყდა??
ოკ........ ხვალ დავწერ თუ გამახსენდა :))))))))
უსაყვარლესი დღე მქონდა by the way :))))
Sunday, January 4, 2009
Posted by თათა at 12:36 PM 0 comments
Saturday, January 3, 2009
გუშინ ბედობა იყო... ჩემს ცხოვრებაში ეგეთი საყვარელი ბედობა არ მქონია....
თავიდან მაიკო და სალოსთან ერთად ვიყავი, მერე ანუკასთან, მერე ანუკას მეგობრებთან, მერე კლუბ "N1" ში მერე კიდევ სხვა კლუბში, მერე ვიბოდიალეთ ძალიან ბევრი და ძლივს მივაღწიეთ სახლამდე, დილის 7 საათამდე განვიხილეთ ყველა თემა, კონკრეტულიც და არაკონკრეტულიც, და ის ის იყო ჩამეძინა ერთმა ძროხუკამ გამაღვიძა :)
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ძალიან ბევრი ბოდიალი, სიცილი და გართობა დამებედა... და იმედია, როგორც გუშინ ვგრძნობდი თავს კარგად, ზუსტად ეგეთი წელი მექნება, ხომ შეილება ერთხელ მეც ვიგრძნო თავი კარგად? რომ გავიღვიძებ მიხაროდეს გათენება, და ერთხელ უფალს მადლობა შვწირო იმისთვის რომ ესეთი ბედნიერი ვარ... რა მოხდება ეგრე რომ იყოს? არც არაფერი არა? :))))
არ ვიცი რამდენად მართალია თვითონ ბედობის დღე მაგრამ ფაქტია რომ დღევანდელი დღეც კარგად გაგრძელდა... ბავშვები ამოვიდნენ ანუკასთან და მართლა კარგად გავერთეთ..
კიდევ ბევრი ბევრი საჩუქრები მივიღე და უზომოდ გახარებული ვარ :)) :))
თან გუშინ ბევრ რაღაცას მივხვდი და გავარკვიე..
ყოველთვის ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ რაღაცა მაკლდა, მეგონა ჩემი კი არა სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი... მაგრამ ეხლა ზუსტად ვიცი ვინ ვარ, რა მინდა, რაზე ვოცნებობ და საითკენ მივდივარ.... და ზუსტად ვიცი შანსი რომ მქონდეს არაფერს არ შვცვლიდი ჩემს ცხოვრებაში, ვიქნებოდი ზუსტად ისეთი როგორიც ვარ.... ყოველთვის პრობლემების უმრავლესობა მაშინ მოდის როცა შენ შენს თავთან გაქვს პრობლემაო ანუკამ მითხრა გუშინ და მართლა ეგრეა, როცა გაარკვევ რა გინდა და როგორი ხარ მერე უფრო ადვილია ყველაფერი...
მე არ ვგავარ სხვებს, არასდორს არაფერს ვთვლი ადამიანებთან, არ ვთამაშობ, არავისთან საერთოდ.... შეიძლება ეს ცუდია, ყველას ურჩევნია პატარა ინტრიგა, განსაკუთრებით ბიჭებს, არავის ჭირდება თან გადაყოლა...
ყოველთვის ამის შეცვლას ვცდილობდი ჩემში... მაგრამ ეხლა იცი რას ვხვდები? გვერდით მე უამრავი ადამიანი მყავს რომლებსაც მე ესეთი ვუყვარვარ როგორიც ვარ... ეს თვისებაც უყვართ ჩემში, არასოდეს ეპარებათ ეჭვი და ეს ყველაზე მაგარია, დრო მიდის და მიტოვებს ადამიანებს რომლებსაც მართლა წრფელი სიყვარულით ვუყვარვარ და ეს ყველაზე დიდი საჩუქარია... :)
და ოდესმე ალბათ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც ვეყვარები არა იმიტომ რომ ვაინტრიგებ ვეთამაშები ან..... უბრალოდ ვეყვარები...
ადამიანები ჩვენს უარყოფითს ვამჩნევთ და მერე გამუდმებით ვცდილობთ მის გამოსწორებას მაშინ როცა ჩვენს თავებს არ ვიცნობთ რეალურად..
არადა სულ სხვა რაღავაზე ვაპირებდი დაწერას :) :) :)
არაუშავს :))))))))))))))))
Posted by თათა at 11:24 AM 0 comments
Thursday, January 1, 2009
2009 წლის პირველი დღე
ხოდა ესეც ახალი წელი... :)
ერთადერთი რის გამოც ეს ახალი წელი მიხარია, არის ის რომ ვისვენებ 5 რიცხვამდე სამსახურიდან :) :) :)
კიდევ იმედი მაქვს რომ ცოტა უკეთესი წელი მაინც იქნება შარშანდელთან შედარებით :)
Posted by თათა at 11:02 AM 0 comments
Wednesday, December 31, 2008
2008 წლის ბოლო დღე :) ძლივს არ დასრულდა? :)
კიდევ ერთი წელი გავიდა... და რა შეიცვალა? არც არაფერი :)
დღეს ვფიქრობდი თუ მოხდა წელს რაიმე კარგი და ვერაფერი გავიხსენე :)
იმდენი წარუმატებლობა მქონდა ამ წელიწადს ვინ დათვლის... ერთი სული მაქვს როდის გაეთრევა, სუფთა ვირთხის წელი იყო ჩემთვის...
მაგრამ მთელი არსი მდგომარეობს იმაში რომ არც ეს ახალი წელი არ მიხარია და დიდი საზეიმო განწყობა არ გამაჩნია, მაინც ვერ ვხვდები რატომ უნდა შევხვდე ახალ წელს ზარ-ზეიმით? რომ არ შევხვდე რა არ მოვა?? :))
ამბობენ, ახალ წელს როგორი განწყობითად შეხვდები, ისეთი წელი გექნებაო...
წინა წელს, მარტო შევხვდი ახალ წელს... ქუჩაში, თოვლში, ბუშტებით ხელში.. და ძალიან მაგარი განწყობით...
ჩემს ცხოვრებაში, მართლა ყველაზე ლამაზი ახალი წელი იყო... მაგრამ მსგავსი კოშმარი წელიწადი არ მქონია მერე ანუ ის რაღაცა გამონათქვამი საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს... :)
მაგრამ ცხოვრებაში პირველად მინდა რომ რაღაცა შემისრულდეს ამ წელიწადს და მთელი გულით ჩვიფიქრებ მაგას ...!!!
Posted by თათა at 3:10 AM 0 comments
